სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ონლაინ კვირეულს უმასპინძლა

21 დეკემბერი, 2021

13-17 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით, ჩატარდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ონლაინ კვირეული.

კომპანიებისთვის CSR-ი ფართო საზოგადოებასთან და მომხმარებლებთან კომუნიკაციის და მათთვის საჭირო შეტყობინებების გადაცემის ერთ-ერთი საუკეთესო გზა გახდა. ამასთან, მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების კვალდაკვალ, საქართველოში სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ინტერესდება მდგრადი განვითარების საკითხებით და ცდილობს ამ მიმართულებით საკუთარი წვლილი შეიტანოს.

კვირეულის ფარგლებში, განხილული იყო CSR - ის შემდეგი  აქტუალური საკითხები:

  • ლიდერების როლი თანამედროვე საზოგადოებაში - მდგრადი განვითარება;
  • CSR და მარკეტინგი;
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა: ბიზნესის ახალი რეალობა;
  • საქართველოს ბანკის CSR სტრატეგია და განხორციელებული პროექტები;
  • CSR და მდგრადი ბიზნესის კონცეფცია.

ბიზნესის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს აღნიშნულ გამოწვევებზე, შემოგვთავაზეს პრობლემის გადაჭრის გზები და გაგვიზიარეს საუკეთესო პრაქტიკა.

Message body empty