სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ უმასპინძლა ტრენინგს - „სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობები უნივერსიტეტებისთვის და გამომცემლობებისთვის“

22 დეკემბერი, 2021

21 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა უფასო ტრენინგი სახელწოდებით „სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობები უნივერსიტეტებისთვის და გამომცემლობებისთვის.“

ტრენინგს გაუძღვა ნათია გუგუნაშვილი - SEU-ს პროექტების მართვის მენეჯერი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გაცნობას, საძიებო სისტემებისა და აღნიშნულ ბაზებში ჟურნალის ინდექსირების პროცედურების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. ასევე, განხილული იყო გამომცემლობის ან საგანმანათლებლო დაწესებულების Crossref-ის ორგანიზაციაში გაწევრიანების, გამოცემისა და ცალკეული სტატიებისთვის ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI) - ის მინიჭების პროცედურები.

ტრენინგს ესწრებოდნენ გამომცემლობებისა და უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ჟურნალის სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებისა და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის საკითხებზე, ასევე, მკვლევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

Message body empty