სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების გუნდი ევროპის 11 უნივერსიტეტს შორის ბიზნეს სიმულაციების შეჯიბრის გამარჯვებულია

17 მაისი, 2022

ბიზნეს სიმულაციების შეჯიბრში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს  ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა გაიმარჯვა.

შეჯიბრში SEU-ს გარდა, შემდეგი უნივერსიტეტები იღებდნენ მონაწილეობას:

  • Coventry University (დიდი ბრიტანეთი)
  • Emlyon Business School (საფრანგეთი),
  • Prague University of Economics and Business (ჩეხეთი)
  • University College of Northern Denmark (დანია)
  • Kozminski University (პოლონეთი)
  • Estonian Business School (ესტონეთი)
  • Universitatea ,,Dunarea de Jos" din Galati (რუმინეთი)
  • University of Latvia (ლატვია).

აღნიშნული უნივერსიტეტები თანამშრომლობენ Revas Business Simulation-თან და შესაბამისად, მიწვეულ იქნენ მონაწილეობის მისაღებად Revas-ის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში.

2022 წლის 5 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, მიმდინარეობდა ჩემპიონატი ევროპის უნივერსიტეტებს შორის ბიზნეს სიმულაციებში - University BOSS.

მონაწილე გუნდებმა გაიარეს შვიდი რაუნდი, რომელიც მოიცავდა ვირტუალური ტურისტული კომპანიის შექმნას, მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსების შეძენას, ადამიანების დაქირავებას, ტურისტული პაკეტების შეთავაზებას და მარკეტინგული სტრატეგიების განხორციელებას.

SEU-ს გუნდმა 7-დან 6 რაუნდი პირველი ადგილით დაასრულა და დიდი უპირატესობით აჯობა კონკურენტებს.

შეჯიბრში SEU-ს სახელით მონაწილეობას იღებდნენ:

შოთა გოგუაძე, იარა ალბარი და არვინ ჯაფარ მომთაზი.

მათ მენტორობას უწევდა SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი - თენგიზ თაქთაქიშვილი.