სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

აკადემიური კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე

03 აგვისტო, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი, საბაკალავრო პროგრამა)

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 1 ვაკანსია
  • ასისტენტ პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია

მენეჯმენტი (საბაკალავრო პროგრამა)

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 2 ვაკანსია
  • ასისტენტ პროფესორი (პროფესიული ნიშნით) – 1 ვაკანსია

ფინანსები (საბაკალავრო პროგრამა)
ქვემიმართულება - ფინანსური აღრიცხვა, აუდიტი

  • პროფესორი - 1 ვაკანსია
  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია

ქვემიმართულება - ინვესტიციები, ფინანსური ბაზრები

  • პროფესორი - 1 ვაკანსია
  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია

ქვემიმართულება - ფულის მიმოქცევა, საბანკო საქმე

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია


მიმართულება - ეკონომიკა:

  • პროფესორი - 1 ვაკანსია
  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 3 ვაკანსია


მიმართულება - მათემატიკა :

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 4 ვაკანსია

ტურიზმი (საბაკალავრო პროგრამა)

  • ასისტენტ პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია

ქვემიმართულება - კულტურული ტურიზმი

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია

ქვემიმართულება - აგროტურიზმი, გარემოს დაცვა

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია

 

საბანკო საქმე (სამაგისტრო პროგრამა)

ქვემიმართულება - ფინანსური სისტემის ზედამხედველობა და რეგულირება

  • პროფესორი - 1 ვაკანსია

ქვემიმართულება - საერთაშორისო ფინანსები, საბანკო რისკმენეჯმენტი

  • პროფესორი - 1 ვაკანსია

ქვემიმართულება - ფინანსური აღრიცხვა საფინანსო დაწესებულებებში

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია


ადამიანური რესურსების მართვა (სამაგისტრო პროგრამა)

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 2 ვაკანსია

პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიაზე მოთხოვნილი (აკადემიური / პროფესიული) ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით:


პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით: 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/ პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.


ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.


ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.


დამატებითი კრიტერიუმები:

  • შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • უცხო ენების ცოდნა;
  • ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად (იხ. დანართი);
  • კონკურსანტის ანკეტა (იხ. დანართი);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტების ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია პროფესიული/სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (აუცილებელია შესაბამისი ცნობის/შრომის წიგნაკის ასლის წარმოდგენა, ვაკანსიით გათვალისწინებული სამუშაო სტაჟის დასადასტურებლად) ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ; აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • სილაბუს(ებ)ი;
  • „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ და უფლების ჩამორთმევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა; დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კონკურსის პირობები:

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დადგენილ ვადებში;
  • კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სეუ-ს მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის;
    კონკურსის ეტაპები: კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა;
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.

კონკურსანტების შერჩევის პირობები:

  • პირველ ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენა;
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 3 აგვისტოს; საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს:
  • 2022 წლის 5 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა: 2022 წლის 13- 16 სექტემბერი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება:
  • 2022 წლის 19-22 სექტემბერი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში);


კონკურსის შედეგების გამოქვეყნება:

  • 2022 წლის 23 სექტემბერი;

სააპელაციო განაცხადის მიღება:

  • 2022 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით;

სააპელაციო განაცხადების განხილვა:

  • 2022 წლის 26 სექტემბერი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 27 სექტემბერი.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@seu.edu.ge (სათაურის ველში უნდა მიუთითოთ სწავლის სფერო და საკონკურსო ვაკანსია/აკადემიური თანამდებობა)

საკონტაქტო ტელეფონი: 2 90 00 00 / შიდა - 21

აკადემიური კონკურსი - განცხადების ფორმასაკონკურსო ანკეტა