სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა ლაზარსკის უნივერსიტეტში, პოლონეთში Erasmus+ ICM K171 პროგრამის ფარგლებში

21 ნოემბერი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს მიღებას გაცვლით პროგრამაზე ლაზარსკის უნივერსიტეტში 2022-2023 აკდემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

Erasmus+ ICM K171 საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 800 ევროს ოდენობით, დაუფინანსდება მგზავრობის ხარჯი 360 ევროს ოდენობით სტანდარტული (თვითმფრინავით მგზავრობისას) ან 410 ევროს ოდენობით (green travel) მგზავრობის პირობებში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებს დამატებით ყოველთვიურად გადაეცემათ 250 ევრო.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, სამართლის პროგრამისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს.

ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს, მეოთხე სემესტრამდე.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებს, დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

  • პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (B2)
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა
  • ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალისგან
  • CV Europass ფორმატში

საბუთების მიღების შემდგომ შერჩეული სტუდენტები გაივლიან გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან.

კომისიის წევრები იქნებიან:

  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი
  • ფაკულტეტიდან ნომინირებული პროფესორი
  • ადმინისტრაციის წარმომადგენელი
  • უცხო ენათა ცენტრის წარმომადგენელი


შერჩევის კრიტერიუმებია:

  • ინგლისური ენის ფლობა
  • GPA
  • მოტივაცია
  • მიღებული ცოდნის გამოყენება
  • შეზღუდული შესაძლებლობების არსებობა

შერჩეული კანდიდატები იქნებიან ნომინირებული ლაზარსკის უნივერსიტეტში და შემდგომი პროცედურების წარმართვა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაეკონტაქტოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]

ლაზარსკის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კერძო უნივერსიტეტია პოლონეთში,რომელიც დაახლოებით 4500 სტუდენტს აერთიანებს და აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო კვლევებსა და პროექტებში.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 2 დეკემბერი.

ლაზარსკის უნივერსიტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გაეცნოთ ბმულს:

შეზღუდული შესაძლებლობების განმარტება ევროკავშირის პროექტებისთვისკურსების ჩამონათვალი

Message body empty