სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

 საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU ში, ქოუდინგის დღეები გაიმართა

25 ნოემბერი, 2022

24 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU ში „Skillwill“-თან პარტნიორობით ქოუდინგის დღეები გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში Skillwill-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს IT სფეროს გამოწვევებზე, დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე, თანამედროვე ტენდენციებზე. მონაწილეები შეხვდნენ დეველოპერებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო პროექტებზე და მათგან ბევრი საჭირო ინფორმაცია მიიღეს.

ვორქშოპის მონაწილეები ჩაერთვნენ შემდეგ აქტივობებში:

  • ლაივ ტესტირება: დეველოპერებმა დატესტეს პოპულარული ვებგვერდები და სტუდენტებთან ერთად განიხილეს პროცესი, რომელსაც გადის QA Tester-ი;
  • ინტერაქციული ანიმაციები: “Skillwill” – ის Mobile დეველოპერმა მოახდინა ინტერაქციული ანიმაციების დემონსტრირება და ლაივ რეჟიმში, სტუდენტებთან ერთად შეიტანა ცვლილებბი კოდში;
  • კოდის წერა: “Skillwill” - ის Backend დეველოპერმა ლაივ რეჟიმში დაწერა კოდი, აღწერა პროცესი და შექმნა მარტივი თამაში სტუდენტების ჩართულობით;
  • ხელოვნური ინტელექტი(AI): ვორქშოფზე სტუმრებმა გაეცნენ ქართულ ენაზე შექმნილ ხელოვნურ ინტელექტის ვებ მოდელს და შეძლეს თავად დაეტესტათ მისი მუშაობის პრინციპი;
  • პაზლი: სტუდენტები გაეცვნენ მარტივი კოდირების ლოგიკებს და მოუწიათ ამოხსნათ თავსატეხი.

შეხვედრაზე გათამაშდა პროგრამირების 3 თვიანი კურსი, რომლის ღირებულებაც 599 ლარს შეადგენს.