სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში Erasmus+ ჟან მონეს კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლიანი გარდაქმნა განათლებაში”, პრეზენტაცია გაიმართა

13 იანვარი, 2023

12 იანვარს, SEU-ში Erasmus+ ჟან მონეს კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლიანი გარდაქმნა განათლებაში”, პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება სიტყვით გახსნეს SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილმა და ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა - ირაკლი სამხარაძემ.

მათ ისაუბრეს ევროპის მწვანე შეთანხმების აქტუალურობაზე და ხაზი გაუსვეს შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლების, სხვადასხვა კომპონენტის კვლევისა და სწავლების მნიშვნელობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე - ანდრია ბასილაია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი - მაია მელიქიძე, ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და პროფესორი გიორგი ხუბუა, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჟან მონეს კონკურსებში გამარჯვებული სხვა პროექტების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

პროექტის ხელმძღვანელმა - ირაკლი სამხარაძემ ისაუბრა პროექტის მიზნებსა და ძირითად სამიზნე თემებზე, რომელთა შესაბამისადაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება: არჩევითი სასწავლო და სასერტიფიკატო კურსების შემუშავება, საზაფხულო სკოლის განხორციელება და სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნება.

პროექტი სამი წლის განმავლობაში განხორციელდება და მასში ჩართულნი იქნებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და პროფესორები.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია.