სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას ”SEU ISOC W-2023” უმასპინძლა

20 იანვარი, 2023

17-18 იანვარს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ”SEU ISOC W-2023”.

კონფერენცია გახსნა SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 170-მდე სტუდენტმა, საქართველოს  ათამდე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან.

საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, მართვა;
  • სამართალი;
  • ფსიქოლოგია;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • მედიცინა.

კონფერენციის მონაწილეებმა წარადგინეს მოხსენებები და დისკუსიის ფორმატში განიხილეს  აქტუალური და საინტერესო საკითხები. 

Message body empty