სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ს დაფინანსებით ტარდება საგრანტო კვლევითი პროექტი: „სკოლამდელი განათლების გამოწვევები და ალტერნატიული განათლების საჭიროება“

16 იანვარი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს დაფინანსებით ტარდება საგრანტო კვლევითი პროექტი: „სკოლამდელი განათლების გამოწვევები და ალტერნატიული განათლების საჭიროება“.

აღნიშნულ პროექტში ჩართულნი არიან SEU-ს ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, რომლებიც თვისებრივი კვლევის ჩატარების გამოცდილებას იღებენ.

ინტერვიუირების მიზნით მონაწილეები ეწვივნენ ტყის ბაღ „ბუნებარე“-ს, სადაც მათ მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა  ღონისძიებაში, გაცნობოდნენ ბაღის მუშაობის სპეციფიკას, ჩაეტარებინათ ინტერვიუები.

პროექტში ჩართული სტუდენტების აზრით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რესპოდენტებთან ურთიერთობა, რადგან ეს ეხმარება მათ მიიღონ  პრაქტიკული გამოცდილება, კვლევით პროექტების განხორციელების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელია: SEU-ს პროფესორი მადონა კეკელიკა, ხოლო პროექტის კოორდინატორი: SEU-ს მოწვეული ლექტორი ნინო ქიტოშვილი.

Message body empty