სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

თბილისის მერიის დაფინანსების პროგრამაზე განაცხადებების მიღება დაიწყო

20 თებერვალი, 2023

თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 1 თებერვლიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან:

  • სოციალურად დაუცველი სტუდენტები;
  • მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები.

დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.

განცხადების მიღება დაიწყ 2023 წლის 1 თებერვლიდან და გაგრძელდება 1 მაისის ჩათვლით (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ

Message body empty