SEU აცხადებს კონკურსს პარტნიორ Duale Hochschule Baden-Württemberg Karlsruhe-ს უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის. სასწავლო პროცესი გაგრძელდება 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე. შერჩეული სტუდენტი ჯამურად 2400 ევროს ოდენობით სტიპენდიას მიიღებს. მგზავრობის ხარჯები თვითდაფინანსებულია სტუდენტის მხრიდან.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეორე და შემდგომი კურსის სტუდენტებს.
ინგლისურ ენოვანი კურსების ჩამონათვალი მოცემულია ბმულზე:
https://www.karlsruhe.dhbw.de
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 06.03.2023
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოაგზავნოთ მეილზე: exchange@seu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: exchange@seu.edu.ge