სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კერძო სკოლა „აიბი მთიები“ - ს მოსწავლეების ვიზიტი SEU - ში

18 მარტი, 2023

17 მარტს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU - მ კერძო სკოლა „აიბი მთიები“ - ს სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამების, გაცვლითი პროგრამების და სხვა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია სწორად“

ტრენერი: ლია ზაზაშვილი - SEU - ს ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი.

Message body empty