სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სამოქალაქო განათლების პრაქტიკული კურსის - “STREET LAW” დაჯილდოების ცერემონია

23 თებერვალი, 2024

22 თებერვალს,  საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართა სამოქალაქო განათლების პრაქტიკული კურსის - “STREET LAW” დაჯილდოების ცერემონია.

ცერემონიამდე გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით.

"STREET LAW" იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, მე-9 წელია ხორციელდება. კურსი სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მხარდაჭერით ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით.

კურსის მიზანს წარმოადგენს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები კურსში მონაწილეობისათვის.

Message body empty