სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“ - 2024

19 მარტი, 2024

კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, ფილოლოგიის დოქტორის, გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით, ტრადიციულად წელსაც ჩატარდება. 2021 წლიდან მისი ოფიციალური სპონსორი, ორგანიზატორი და განმახორციელებელია - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU

კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ასოციაცია .   კონკურსის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი - საქართველოს პირველი არხი.

კონკურსი ტარდება საქართველოს მასშტაბით - განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენის, მათი პოტენციალის წარმოჩენისა და საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობის მიზნით. მან უკვე არაერთი გონიერი და შემოქმედი ბავშვი წარუდგინა ჩვენს ქვეყანას. კონკურსის მიზნებია მოსწავლეებში სწავლისა და წიგნიერების მიმართ ინტერესის ამაღლება, ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება. აღნიშნული მიზნები სწავლა/სწავლების პროცესში სკოლის/მასწავლებლის აქტიური მონაწილეობის გარეშე მიუღწეველია, ამიტომ, კონკურსის შედეგების შესაბამისად, წარმატებულ მოსწავლეებთან ერთად, წახალისდებიან მათი სკოლები და მასწავლებლები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X- XII კლასების მოსწავლეებს. 

კონკურსი ტარდება 2 ტურად. პირველ ტურში, კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო თხზულებათა ავტორი მოსწავლეები გადადიან მეორე - ფინალურ ტურში, რომლითაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. როგორც პირველ, ისე ფინალურ ტურში, მონაწილეებს ეძლევათ 10 თავისუფალი თემა, რომელთაგან მათ უნდა შეარჩიონ მხოლოდ ერთი და დაწერონ თხზულება. საკონკურსო თემატიკა: ლიტერატურა, რელიგია, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნება. 

კონკურსის ვადები ∙ კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია: 2024 წლის 18 მარტიდან - 2024 წლის 8 მაისის 18:00 საათამდე. 

დარეგისტრირდი 

  • კონკურსის პირველი ტური: 2024 წლის 18 მაისი, 11:00 / 15:00 საათი (2 ნაკადი); 
  • კონკურსის ფინალური ტური: 2024 წლის 2 ივნისი, 12:00 საათი. 

კონკურსის ტურებზე კონკურსანტი უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 15 წუთით ადრე და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კონკურსის ჩატარების ადგილი კონკურსის ტურები ჩატარდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კამპუსში, მისამართზე: თბილისი, წინანდლის №9 (მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ). 

კონკურსის ჟიური - კონკურსანტთა ნაშრომებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, ფილოლოგიის დოქტორის - გია მურღულიას თავმჯდომარეობით. ჟიურის შემადგენლობაში მოწვეულნი იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი მწერლები, პუბლიცისტები, ხელოვნებათმცოდნეები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები და მასწავლებლები. 

SEU-ს საკონკურსო პრემია - 2024 წლის კონკურსის სამი საუკეთესო თხზულების ავტორს გადაეცემა SEU-ს ფულადი ჯილდო: 

  • I ადგილი - 1000 ლარი;
  • II ადგილი - 800 ლარი; 
  • III ადგილი - 600 ლარი. 

ასევე, SEU დააჯილდოებს კონკურსის სამივე გამარჯვებულის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - თითოეულს გადაეცემა 500 ლარი. 

გამარჯვებულთა გარდა, ჟიური, ასევე, გამოავლენს სამი გამორჩეული თხზულების ავტორს (IV-VI ადგილი) და კონკურსში მონაწილე ოთხ წარმატებულ კონკურსანტს (VII-X ადგილი), რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები და სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. 

დაჯილდოების ცერემონია

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2024 წლის 15 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
SEU-ს ახალ კამპუსში.

Message body empty