სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სალონური საღამო თემაზე: „თანამედროვე ლიტერატურული და მხატვრული არტ-პასაჟები"

11 აპრილი, 2024

10 აპრილს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ დედაენის დღესთან დაკავშირებით უმასპინძლა არტ ჯგუფკოგიტოს,  გაიმართა სალონური საღამო თემაზე: „თანამედროვე ლიტერატურული და მხატვრული არტ-პასაჟები".

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე მხატვრის ნამუშევრები, ამონარიდები რომანიდან „თუთის სურნელი” და პოეტური ტექსტები.

პროექტში მონაწილეობდნენ: მწერალი ირინა მელქაძე; პოეტი ამირან ჯანჯღავა; მსახიობი ზვიად დოლიძე; მუსიკოსები იოანე ტუღუში და გვანცა სარია; მხატვარი დავით ლეკიაშვილი.

ღონისძიების მიზანი იყო წიგნიერებისა და თანამედროვე მხატვრობის პოპულარიზება, პროზა-პოეზიის გამოწვევების გაცნობა და ქართული ენის სილამაზის წარმოჩენა. 

შეხვედრა გაიმართა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამისა  და სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით.

Message body empty