სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვორკშოპი თემაზე: „პერსონალური ბრენდინგის აუცილებლობა კარიერული განვითარებისთვის”

07 ივნისი, 2024

6 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა ვორკშოპი თემაზე: „პერსონალური ბრენდინგის აუცილებლობა კარიერული განვითარებისთვის”.

მომხსენებელი: მარია ვოსკანიანი, პერსონალური ბრენდინგის სპეციალისტი.

ვორკშოპი ჩატარდა ინტერაქციულ ფორმატში, რაც ითვალისწინებდა არამხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას, არამედ პრაქტიკული უნარების გამომუშავებასაც.  

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა შეასრულეს ჯგუფური დავალებები, განიხილეს რეალური მაგალითები და გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება. 

ვორკშოპის ფარგლებში შეისწავლეს ისეთი თემები, როგორიცაა:

  • პერსონალური ბრენდინგის საფუძვლები: რა არის პერსონალური ბრენდი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი.
  • თვითიდენტიფიკაცია და უნიკალური თვისებების აღმოჩენა: როგორ განსაზღვროთ თქვენი უნიკალური თვისებები და ღირებულებები.
  • ბრენდის მესიჯის ფორმულირება: როგორ შექმნათ მკაფიო და მიმზიდველი მესიჯი, რომელიც ასახავს თქვენს ბრენდს.
  • ონლაინ და ოფლაინ ბრენდინგი: როგორ გამოიყენოთ სოციალური მედია და სხვა პლატფორმები სწორი პოზიციონირებისთვის.
  • Network-ის შექმნა და კომუნიკაცია: როგორ დაამყაროთ და განავითაროთ მნიშვნელოვანი კონტაქტები.
Message body empty