სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ მიგელ კამბას საჯარო ლექციას უმასპინძლა

01 აპრილი, 2021

31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უმასპინძლა მიგელ კამბას საჯარო ლექციას თემაზე "ტურიზმი და ეკონომიკა კოვიდის შემდგომ პერიოდში".

მიგელ კამბა გახლავთ ალკალის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის დოქტორი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), ალკალის უნივერსიტეტის პროფესორი ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.

მიგელი 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია ეკონომიკისა და ჯანდაცვის საკითხებში, აგრეთვე, არის ბიზნესის მართვის ექსპერტი.

სხვადასხვა წლებში იყო:

  • გუადალახარას ბიზნესმენთა კონფედერაციის გენერალური მდივანი;
  • ბიზნესისა და ინოვაციების ევროპული ცენტრის გენერალური დირექტორი;
  • ესპანეთის ყველაზე დიდი ჰოსპიტლების "Ramon y Cajal"-სა და "Virjen de la candelaria"-ის დირექტორი.
     

სპიკერმა ისაუბრა შემდეგ საკითხებზე:

  • როგორ მუშაობს ევროპის საფონდო ბირჟა;
  • რა განსხვავებაა ღია საინვესტიციო კომპანიებს (OEIC), ETF-ს, ჰედჯ-ფონდებსა და საინვესტიციო ტრასტებს შორის;
  • რამდენადაა დამოკიდებული ინვესტიციები ვადებსა და რისკების ანალიზზე და სხვ.

მიგელ კამბას ლექცია გაიმართა სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე, კითხვა-პასუხის რეჟიმში და მას 60-მდე სტუდენტი ესწრებოდა.

სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

 

Message body empty