სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტუდენტური ფესტივალი 2019

05 მაისი, 2019

7-დან 16 მაისის ჩათვლით თბილისში „საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის“ ორგანიზებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება ყველაზე გასართობი, შემეცნებითი და მასობრივი სტუდენტური ფესტივალი.

7 მაისს, 20:00 საათზე ახალი თბილისის ტერიტორიაზე (მის:დიღომი ოლიმპიური პარკი) გაიმართება ფესტივალის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება შემდეგი პროგრამით:

  • ფესტივალის ოფიციალური გახსნა.
  • მონაწილე უნივერსიტეტებისთვის სამახსოვრო სიგელების გადაცემა.
  • ჯგუფი "სახე".
  • DJ Papaskiri
  • ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!


პირველად 2019 წლის სტუდენტურ ფესტივალში ჩაერთვება ყველა საუნივერსიტეტო ქალაქი და მის განსახორციელებლად მოეწყობა სტუდენტური ქალაქი ახალი თბილისის ტერიტორიაზე, სადაც ჩატარდება შემდეგი სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები:

  • მინი ფეხბურთი
  • ქუჩის კალათბურთი
  • ფრენბურთი
  • ქართული ცეკვა
  • ხალხური სიმღერა
  • თანამედროვე ცეკვა
  • მუსიკალური ბენდების კონკურსი

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2019“-ს მიზნებია:

  • ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
  • სტუდენტური ცხოვრების განვითარება;
    სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება;
  • სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა.
  • ფესტივალში ჩართვა შეუძლია საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.

გამოვლინდება სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებული უნივერსიტეტი, იაქტიურეთ და უგულშემატკივრეთ თქვენს სტუდენტებს.

Message body empty