სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კვლევისა და სწავლების თანამედროვე შესაძლებლობები

19 მაისი, 2021

18 მაისს საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უმასპინძლა მარტინ დალის სამუშაო შეხვედრას  SEU-ს აკადემიური პერსონალისათვის.

მარტინ დალი გახლავთ SEU - ს მოწვეული პროფესორი, მკვლევარი, პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი.

სპიკერმა განიხილა კვლევისა და სწავლების თანამედროვე შესაძლებლობები: როგორიცაა, სამეცნიერო ნაშრომის მომზადება (რეზუმე, სტრუქტურა, საკვანძო სიტყვები), ნაშრომის გამოქვეყნება საერთაშორისოდ რეფერირებად ჟურნალში.  კვლევის თანამედროვე მიდგომები;

შეხვედრის მეორე ნაწილში, ასევე, განხილულ იქნა  სწავლების თანამედროვე მეთოდები. მაგალითად, სტუდენტებთან კომუნიკაციის და ურთიერთობების მართვა, გუნდური პროცესის დინამიკა, სირთულეები დიდაქტიკის პროცესში, თვითგანვითარება სწავლა-სწავლების პროცესში, კომპეტენციების განვითარება, შეცდომებზე სწავლა და ა.შ.

მარტინ დალის დოქტორის აკადემიური ხარისხი მოპოვებული აქვს პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის მიერ. დღეს იგი არის ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ინგლისურენოვანი პროგრამის ლექტორი, მრავალი პუბლიკაციისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

Message body empty