სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მობილობა სეუ-ში

18 აგვისტო, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრის მობილობის ვადები. 

სეუ-ში მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 16 აგვისტოდან - 2021 წლის 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.

მობილობის მსურველმა პირმა, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, მობილობის საფასური (40 ლარი) უნდა გადაიხადოს სს საქართველოს ბანკში. მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 2 სექტემბერს პორტალზე https://students.emis.ge. 

ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე სეუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია ვადებს გაცნობებთ დამატებით.

სეუ-ში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა ჩარიცხვამდე:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, დამოწმებული ბეჭდით;
  • სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.

ჩარიცხვის შემდეგ:

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • ფოტოსურათი 3X4 (CD);
  • წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.

შემოდგომის მობილობა სამაგისტრო პროგრამებზეშემოდგომის მობილობა საბაკალავრო პროგრამებზე

Message body empty