სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტსა და სეუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის საერთაშორისო მემორანდუმი

12 აგვისტო, 2021

ხარისხიანი განათლების, აკადემიური კავშირებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (ი ეს აი) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ თანხმდებიან საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში გაცვლითი ხელშეკრულების აქტიურ განხილვაზე.

ორივე მხარე თანხმდება, რომ სამომავლოდ, ოფიციალური გაცვლითი ხელშეკრულების გასაფორმებლად, უნდა უზრუნველყონ:

  • პოტენციურად ურთიერთსასარგებლო კვლევითი პროექტების გამოვლენის მიზნით აკადემიურ ერთეულებთან კონსულტაციების გავლა;
  • კულტურათაშორისი სწავლებისა და კვლევის განვითარების მიზნით აკადემიური ერთეულების მხარდაჭერა შეიმუშაონ სტუდენტებს, ფაკულტეტებს ან მკვლევართა შორის გაცვლითი ინიციატივები;
  • საერთაშორისო დაფინანსების მოპოვებისა და ერთობლივი აკადემიური ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით ერთობლივი წინადადებების შემუშავება;
  • სასწავლო კურსების, კონფერენციების, ერთობლივი გამოცემებისა და აკადემიური პროგრამების ერთობლივი შემუშავების მიზნით დისკუსიების გამართვა;
  • ორივე მხარის მიერ უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების ნაშრომების, ან სხვა სახის სამეცნიერო მასალის პერიოდულ გამოცემებში ასახვა.

აღნიშნულ ღონისძიებებსა და სხვა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ორივე მხარე თანხმდება პერიოდული კონსულტაციების გამართვის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (ი ეს აი) წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც სამეცნიერო კონფერენციების, ფორუმების, ვორკშოპებისა და ერთობლივი პროექტების ორგანიზების საშუალებით მსოფლიოს ხუთი კონტინენტის უნივერსიტეტებთან და აკადემიურ ცენტრებთან თანამშრომლობს. ი ეს აი მსოფლიო მასშტაბით კვლევითი შესაძლებლობის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების ხელშწყობაში დიდი წვლილი შეაქვს. ი ეს აი ხელს უწყობს ცოდნის მსოფლიო დონეზე გაცვლას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

Message body empty