სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვაკანსია საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე

03 ნოემბერი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების სპეციალისტი პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისო სტუდენტთა დარეგისტრირება სწავლების ელექტრონულ სისტემაში: (www.emis.seu.edu.ge) სტუდენტთა მონაცემების რეგისტრაცია, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა.
  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება (საჭირო დოკუმენტების სრულყოფა);
  • დაინტერესებული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
  • უნივერსიტეტში გარე მობილობით გადმოსვლის მსურველ საერთაშორისო სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაცია და თანდართული დოკუმენტების მიღება; სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამასთან არსებული სასწავლო ბარათის პროგრამის ხელმძღვანელის მიერ შედარება/აღიარების შემდეგ, სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.emis.seu.edu.ge) მონაცემების ასახვა, უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა, სტუდენტის დაინტერესების შემთხვევაში სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა პროგრამასთან თავსებადობისა და ასაღიარებელი კრედიტების ოდენობასთნ დაკავშირებით;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტების კონსულტირება, მათი მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - მაგისტრი / მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • განათლების სფერო - განათლების მენეჯმენტი; ბიზნესის ადმინისტრირება ან მომიჯნავე მიმართულებები;
  • სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);
  • კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
  • ენები - ინგლისური ენა - B2;

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

  • CV - ების გადარჩევის ეტაპი;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის, 7 ნოემბრის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: [email protected] გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Message body empty