24 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მომხსენებელი იყო საჯარო რეესტრის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლი - ლიკა კვირჭიშვილი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მაიწოდა SEU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საჯარო რეესტრში არსებული მიმდინარე ვაკანსიების შესახებ.