სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ Erasmus+ ის პროექტ "SPRING"-ის ფარგლებში კოლეგიალურ შემფასებელთა ჯგუფს უმასპინძლა

07 დეკემბერი, 2021

2 და 3 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უმასპინძლა Erasmus+ ის პროექტ "SPRING"-ის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორი უნივერსიტეტებისგან შემდგარ კოლეგიალურ შემფასებელთა ჯგუფს.

ერასმუს + ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ „SPRING“-ის ფარგლებში SEU-ს მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის შემოწმება ბულგარეთიდან, ლიეტუვადან, მოლდოვადან და ყაზახეთიდან მოვლინებულმა ექსპერტებმა განახორციელეს. შეფასებისა და შედეგების დადგენის მიზნით, ისინი შეხვდნენ SEU-ს როგორც ადმინისტრაციულ, ისე აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს.

„SPRING“ პროგრამის მიზანს პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებაა. ასევე, მის მიზანს კოლეგიალური შეფასების საერთაშორისო საბჭოს (MPRB) დაარსება წარმოადგენს, რომელიც სამიზნე პარტნიორ თუ სხვა ქვეყნებში, სამედიცინო პროგრამებთან დაკავშირებით აკადემიურ და ადმინისტრაციულ სფეროებში არსებული მიმდინარე პროგრესის ასახვას შეუწყობს ხელს.

SEU მუდმივად ზრუნავს სასწავლო პროგრამების არსwებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასა და ხარისხის ამაღლებაზე.

Message body empty