სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს გუნდი საქართველოს ბიზნეს ქეისების კონკურსი 2021- ის ფინალში

17 დეკემბერი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს  ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების გუნდი - საქართველოს ბიზნეს ქეისების კონკურსი 2021- ის ფინალში გადავიდა. გუნდმა Wait, what? წარმატებით გადალახა პირველი რაუნდი და მოიპოვა ადგილი მოწინავე გუნდებს შორის.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი 100-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. ფინალურ რაუნდში, 7 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა, სწორედ ამ 7 გუნდს შორის არის SEU-ს გუნდი.

კონკურსის თითოეულ ეტაპზე, გუნდებმა ჰარვარდის ბიზნეს ქეისებზე იმუშავეს და პრეზენტაციების საფუძველზე, ჟიურის მიერ შეფასდნენ. ჟიურის წევრებს შორის კი მაღალი საფეხურის მენეჯერები იყვნენ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა: Amazon, PWC, EBRD, Grant Thornton, Business & Finance Consulting, GmbH, Caucasus Road Project, Galt & Taggart, Europe Foundation, European Business Association Georgia და სხვა.

Message body empty