სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - მ უმასპინძლა ონლაინ მასტერკლასს თემაზე - რას ნიშნავს იყო სტარტაპერი

03 თებერვალი, 2022

2 თებერვალს, SEU-სა და ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის "შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში, ჩატარდა პირველი ონლაინ მასტერკლასი თემაზე: რას ნიშნავს იყო სტარტაპერი.

სპიკერი: დავით ჩეჩელაშვილი, სერიული ანტრეპრენერი, Xpand-ის ვიცე - პრეზიდენტი. მას 1999 წლიდან რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უკავია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში. მისი გამოცდილება ეფუძნება უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნას, როგორებიცაა: იმერსიული ვიზუალიზაცია, VR/AR, 3D სტერეოსისტემები და მათი დანერგვა როგორც მარკეტინგულ ინდუსტრიებში, ისე საგანმანათლებლო სფეროებში.

სპიკერი დაეხმარა პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს, სტარტაპ და სამეწარმეო სფეროს უკეთესად გაცნობაში.

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • რას ნიშნავს იყო სტარტაპერი;
  • სტარტაპისა და Lifestyle ბიზნესის განსხვავება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიური ტრენდები;
  • გუნდის მნიშვნელობა ბიზნეს იდეის განსავითარებლად და ა.შ.

#mycreativespark

Message body empty