სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ანაზღაურებადი სტაჟირება SEU-ში პერსონალის მართვის სამსახურში

07 თებერვალი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პერსონალის მართვის სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე.

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
  • ანაზღაურება: 300 ლარი
  • სტაჟირების პერიოდი - 3 თვე
  • სამუშაო გრაფიკი: არასრული სამუშაო განაკვეთი
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალის თანამდებობებზე დანიშვნის პროცესში მონაწილეობა; ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
  • პერსონალის რეესტრის მართვის პროცესში მონაწილეობა;
  • პერსონალის ტრენინგების ორგანიზებისა და განხორციელების პროცესის მხარდაჭერა;
  • თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურების მხარდაჭერა;
  • თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის პროცესის მხარდაჭერა;
  • პერსონალის შეფასების პროცესის მხარდაჭერა;
  • პერსონალის მართვის სამსახურში მიმდინარე სხვა პროცესებში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

  • ბაკალავრის ან მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • უპირატესობა მიენიჭება მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს.

უცხო ენები:

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

კომპიუტერული პროგრამები:

  • MS Office - სამომხმარებლო დონეზე;

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირების უნარი;

შერჩევის ეტაპები:

  • CV - ების გადარჩევის ეტაპი;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 13 თებერვლის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV  და სამოტივაციო წერილი მისამართზე:  hr@seu.edu.ge  გთხოვთ, სათაურის ველში  მიუთითოთ სტაჟიორი  პერსონალის მართვის სამსახურში წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Message body empty