სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

11 თებერვალი, 2022

სტუდენტებმა, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში მოიპოვეს მობილობის უფლება, უნივერსიტეტს უნდა მომართონ განცხადებით (განცხადების ფორმა ივსება ადგილზე) მიმდინარე წლის 14 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ასლი;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
  • სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები;

მობილობის მსურველი სტუდენტი უნდა გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ მომზადებულ დასკვნას და ხელმოწერით დაადასტუროს თანხმობა სეუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე.

სტუდენტი ვალდებულია, უნივერსიტეტში მოსვლისას იქონიოს პირბადე და დაიცვას უსაფრთხოების მიზნით გაწერილი პროცედურები (დეზობარიერის გავლა, ტემპერატურის გაზომვა, ხელების დეზინფექცია). წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი რეგისტრაციაზე არ დაიშვება.

Message body empty