სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ კალიფორნიის უნივერსიტეტ ბერკლის (UC Berkeley) საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან შეხვედრას უმასპინძლა

02 მარტი, 2022

1 მარტს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ბერკლის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან.

კალიფორნიის უნივერსიტეტ ბერკლის (UC Berkeley) საერთაშორისო პროგრამების დირექტორმა ჯენი კორნეტ-კარილომ, ისაუბრა ბერკლიში SEU-ს სტუდენტებისთვის სემესტრის გატარების შესაძლებლობებზე, სტუდენტებს გაუზიარა პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო ინფორმაცია და უპასუხა მათ შეკითხვებს.

შეგახსენებთ, რომ SEU-სა და UC Berkeley-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემურანდუმის საფუძველზე, SEU-ს სტუდენტებს ექსკლუზიური საშუალება ეძლევათ, სემესტრი ბერკლის კამპუსში გაატარონ და ცოდნასთან ერთად, საუკეთესო გამოცდილება მიიღონ.

მათთვის, ვინც ვერ შეძლო შეხვედრაზე დასწრება, შეგიძლიათ იხილოთ შეხვედრის ჩანაწერი ბმულზე: https://bit.ly/3IDv2rs

Message body empty