სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და ალკალას უნივერსიტეტის (Universidad de Alcalá) წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა

03 მარტი, 2022

2 მარტს, SEU-სა და ალკალას უნივერსიტეტის (Universidad de Alcalá) წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრისას  მონაწილეებმა ისაუბრეს ერასმუს+ის ფარგლებში თანამშრომლობის დაწყების, ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებით ორმაგი დიპლომის პროგრამების შემუშავების, SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მოკლევადიანი პრაქტიკების ესპანეთში გავლის, ტრენინგების, კვლევის განვითარების პროგრამებსა და სამომავლო კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხებზე.

მხარეები ასევე, შეთანმხმდნენ SEU-სა და Universidad de Alcalá-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავების შესახებ და დაგეგმეს მომავალი თანამშრომლობის გზები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მიგელ კამბასი - ალკალას უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის საპატიო პროფესორი; ბლანკა გარსია - ალკალას უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ტურიზმისა და მარკეტინგის პროფესორი; იოლანდა გარსონი - ალკალას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის კოორდინატორი; SEU-ს ვიცე-რექტორები, ფაკულტეტის დეკანები, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და სხვა სტრუქტურის თანამშრომლები.

შეხვედრის ბოლოს, სტუმრებმა SEU-ს კამპუსი და მედიცინის ფაკულტეტის ლაბორატორიები დაათვალიერეს.

Message body empty