სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტაჟირება SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურში

02 მარტი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის  სამსახურში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9

ანაზღაურება: 300 ლარი

სტაჟირების პერიოდი - 3 თვე

სამუშაო გრაფიკი: არასრული სამუშაო განაკვეთი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • SEU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის კარიერული სერვისების განხორციელება და განვითარება;
  • პოტენციურ დამსაქმებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • ტრენინგების/ვორქშოფების/დასაქმების ფორუმების ორგანიზება;
  • სტუდენტებთან, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფებთან, სტუდენტურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და კურსდამთავრებულებთან პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობა და კოორდინირება;
  • SEU-ს სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის სხვადასხვა აქტივობებისა და პროექტების ორგანიზება და განხორციელების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • უცხო ენები: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office - სამომხმარებლო დონეზე.

პიროვნული უნარები:

  • შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ინფორმაციის გაზიარების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი.

შერჩევის ეტაპები:

  • CV - ების გადარჩევის ეტაპი;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 9 მარტის ჩათვლით 18:00 - მდე გამოგვიგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სტაჟიორი კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის  სამსახურში წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Message body empty