სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ს სტუდენტებმა, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს

09 მარტი, 2022

ჩვენი სტუდენტების ინიციატივით, 7 - 8 მარტს SEU-ში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც საჭირო ნივთები და მედიკამენტები შეგროვდა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესში მონაწილეობა მიიღეს, როგორც SEU-ს სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ასევე რიგითმა მოქალაქეებმა.

SEU დიდ მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, რომელმაც შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად გამოხატა მხარდაჭერა.

Message body empty