სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ უმასპინძლა ჰიბრიდულ ტრენინგს თემაზე: ჟურნალისტიკა - რეალური ამბების თხრობის ხელოვნება

08 მარტი, 2022

7 მარტს, SEU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ უმასპინძლა ჰიბრიდულ ტრენინგს თემაზე: „ჟურნალისტიკა - რეალური ამბების თხრობის ხელოვნება“.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • ჟურნალისტიკის უმთავრესი მიზნები;
  • მედიის გამოხატვის საშუალებები;
  • ინფორმაციის ტიპოლოგია და ასახვის ფორმები;
  • ჟურნალისტური ტექსტის თვისობრიობა;
  • მედიის მიერ სინამდვილის ასახვის, ახალი ამბების გაშუქების - ამბის თხრობის ძირითადი პრინციპები;
  • ოპერატიული ჟურნალისტიკის თავისებურებები;
  • ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობა.

ტრენინგი ჩაატარა: თინათინ ზაქარაშვილმა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა; SEU-ს პროფესორმა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა.

ტრენინგი მოიცავდა საინტერესო, პრაქტიკულ დავალებებსაც.

ტრენინგს ესწრებოდნენ, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები.

Message body empty