სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ანაზღაურებადი სტაჟირება SEU-ში ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

11 მარტი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
  • ანაზღაურება: 300 ლარი
  • სტაჟირების პერიოდი - 3 თვე
  • სამუშაო გრაფიკი: არასრული სამუშაო განაკვეთი
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი ( სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება);
  • გამავალი ზარის განხორციელება და ინფრომაციის მიწოდება სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;
  • სასწავლო ბაზაში არსებული საინფორმაციო ველის ყოველდღიური მონიტორინგი და შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
  • პრობლემური საკითხების გამოვლენა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
  • სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებენზე პასუხის გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • უცხო ენები: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office - სამომხმარებლო დონეზე.

პიროვნული უნარები:

  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კონფლიქტების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვების უნარი;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

  • CV - ების გადარჩევის ეტაპი;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა 27 მარტის ჩათვლით 18:00 საათამდე  გამოგვიგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: [email protected]  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Message body empty