სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ სამოქალაქო განათლების პრაქტიკული კურსის - “STREET LAW” დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა

23 მარტი, 2022

22 მარტს SEU-მ, სამოქალაქო განათლების პრაქტიკული კურსის - “STREET LAW” დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ასევე, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით.

"STREET LAW" იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, მე-7 წელია ხორციელდება. კურსი სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მხარდაჭერით ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით.

კურსის მიზანს წარმოადგენს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები კურსში მონაწილეობისათვის.

Message body empty