სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი პორტუგალიაში

29 მარტი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მაკა კუჭავა, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში,  ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში, ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იმყოფებოდა (ipb Braganca). 

ქალბატონ მაკას, სამუშაო შეხვედრები ჰქონდა,  უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ლუიშ პაშთან, ასევე, სხვადასხვა პროგრამისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.

შეხვედრისას შეთანხმება შედგა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:

  • მომავალ სემესტრში SEU-ს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა  ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი, რომლებიც სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს ჩაუტარებენ ტრენინგებს: მენეჯმენტის და  IT  მიმართულებით;
  • დაიგეგმა  შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც აკადემიური პერსონალისთვის მოხდება გამოცდილების  გაზიარება სწავლა-სწავლების მეთოდების შესახებ;
  • შეთანხმდა, რომ ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები ჩვენს აკადემიურ პერსონალს  საინფორმაციო შეხვედრებს ჩაუტარებენ თავიანთი  სამეწარმეო ლაბის მოდელთან და კონცეფციასთან დაკავშირებით;
  • ipb ქმნის უნივერსიტეტების ასოციაციას 8 უნივერსიტეტთან ერთად, ევროკავშირის გრანტის მოპოვების მიზნით - ამ უნივერსიტეტებს შორის SEU-ც იქნება, როგორც ასოცირებული წევრი.

SEU-სა და ipb  უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თანამშრომლობა საკმაოდ სწრაფად და ნაყოფიერად ვითარდება. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი პროგრამით არაერთმა  სტუდენტმა ისარგებლა. 

პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს, ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობას.

Message body empty