სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა სტუდენტებთან

04 აპრილი, 2022

4 აპრილს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, ნატოს დაარსების დღის აღსანიშნავად.

შეხვედრას ესწრებოდნენ SEU- საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტები.

განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

  • ნატოს დაარსების მიზანი და ორგანიზაციული სტრუქტურა;
  • საქართველოს სტატუსი;
  • 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მოლოდინები და შედეგები;
  • ნატოს როლი რუსეთ-უკრაინის ომში;
  • ნატო, როგორც შესაძლებლობების ფანჯარა.

შეხვედრა მიმდინარეობდა როგორც კითხვა-პასუხის, ისე დისკუსიის რეჟიმში. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი აზრი გამოეთქვათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით და ასევე, დაესვათ საინტერესო, კრიტიკული  შეკითხვები აქტუალურ საკითხებზე.

Message body empty