სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ საჯარო ლექციას: „საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ასპექტები“ უმასპინძლა

12 აპრილი, 2022

11 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთშორისო ურთიერთობების პროგრამის ინიციატივით, ჩატარდა საჯარო ლექცია „საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ასპექტები“.

ლექციის ფარგლებში, განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • საერთაშორისო ურთიერთობების მიზანი და არსი;
  • მმართველობის ფორმები, პოლიტიკური რეჟიმები და იდეოლოგიები;
  • მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის


თავისებურებები:

  • საერთაშორისო ურთიერთობები რეგიონალურ ჭრილში;
  • საქართველოს საგარეო ურთიერთობების ვექტორი.

სპიკერი: მარიამ ბაზერაშვილი - SEU-ს კურსდამთავრებული, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ლექტორი.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში, საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობასა და აქტუალობაზე, როგორც მსოფლიოს, ისე რეგიონალურ და საქართველოს ჭრილში.

Message body empty