სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ საერთაშორისო კონფერენციას - ოჯახში ძალადობა, როგორც სოციალური გამოწვევა უმასპინძლა

13 აპრილი, 2022

11 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია: „ოჯახში ძალადობა, როგორც სოციალური გამოწვევა“.

კონფერენცია ჩატარდა საერთაშორისო კვლევითი პროექტის MOVETIA-ს (შვეიცარიის განათლების სისტემის მობილობის ეროვნული ფონდი) ფარგლებში, აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტთან (OST) პარტნიორობით  და მიეძღვნა ოჯახში ძალადობის საკითხების პრობლემებსა და გამოწვევებს საქართველოსა და შვეიცარიაში.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელძღვანელი მაკა ფერაძე,  პროკურატურის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის პროკურორი ქეთევან ვაშაკიძე, შსს წარმომადგენელი და სეუ-ს ასისტენტ პროფესორი მარიამ გვილავა, OST-ის პროფესორი გაბრიელა შმიდი, , არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია და  სფეროს ექსპერტები ნინო ცაციაშვილი და გოგა ხატიაშვილი.

საერთაშორისო კონფერენციას მოდერაციას უწევდა, SEU-ს ვიცე რექტორი სამეცნიერო- კვლევითი მიმართულებით, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

საერთაშორისო კონფერენცია - „USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში” მხარდაჭერით ჩატარდა.

Message body empty