სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ ჟურნალისტიკის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულთან შეხვედრას უმასპინძლა

16 აპრილი, 2022

15 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა „კურსდამთავრებულის გზა წარმატებულ კარიერამდე“, SEU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთან - მაგდა საბაშვილთან, რომელიც ,,TV პირველში“ გადაცემის „პირველამდე“ ჟურნალისტია.

აღსანიშნავია, რომ მაგდა სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ მედიასაშუალებებში, როგორებიცაა: ტელეკომპანია ,,იმედი", ტელეკომპანია ,,მაესტრო”, სადაც იყო დილის გადაცემაში რუბრიკის წამყვანი. ასევე, მუშაობდა რადიოში ,,საქართველოს ხმა" დილის გადაცემის წამყვანის პოზიციაზე.

შეხვედრის ფარგლებში,  სპიკერმა SEU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გაუზიარა საკუთარი წარმატების ისტორია და უპასუხა მათ კითხვებს.

Message body empty