სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ უმასპინძლა სემინარს თემაზე: შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობა მეწარმეობაში

16 აპრილი, 2022

15 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით, შემოქმედებითობისა და ინოვაციის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა პირველი სემინარი თემაზე: „შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობა მეწარმეობაში".

სპიკერი: ალფრედო მოსკარდინი - SEU - ს ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამების თანაავტორი, სანდერლენდის უნივერსიტეტის ემერიტუსი, კარდიფის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი, ნორთუმბრიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, მათემატიკოსი.

დოქტორმა ალფრედო მოსკარდინიმ ისაუბრა შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობაზე და მის პრაქტიკულ გავლენაზე მეწარმეობაში.

სემინარის ფარგლებში, განხილული იყო პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მიდგომების შემოქმედებითი საწყისები და ჩარჩოებს მიღმა აზროვნების მნიშვნელობა.

სპიკერმა დასვა მთავარი აქცენტები შემოქმედებითი და ჩარჩოებს მიღმა აზროვნების მნიშვნელობაზე, როგორც ბიზნესის წარმატების ერთ-ერთ განმსაზღვრელ აქტორზე.

სემინარი ჩატარდა ინგლისურ ენაზე, თუმცა განხორციელდა სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე.

Message body empty