სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ უმასპინძლა სემინარს თემაზე: კრიპტო & ბლოკჩეინ ინდუსტრია საქართველოში, სტარტაპი Ambry - გზა იდეიდან სოლიდურ დაფინანსებამდე

19 აპრილი, 2022

18 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით, შემოქმედებითობისა და ინოვაციის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა მეორე სემინარი თემაზე: „კრიპტო & ბლოკჩეინ ინდუსტრია საქართველოში", “სტარტაპი Ambry - გზა იდეიდან სოლიდურ დაფინანსებამდე”.

სპიკერი: ლუკა ლომსაძე - საქართველოში უმსხვილესი ონლაინ საფულის, eMoney-სა და ასევე, საქართველოში ყველაზე დიდი კრიპტო exchange პლატფორმის - MyCoins-ის პროექტების მენეჯერი; სტარტაპ Ambry-ს, ბლოკჩეინზე დაფუძნებული AML-ის ანალიტიკური პლატფორმის, თანადამფუძნებელი.

აღნიშნული სემინარი განსაკუთრებით დაეხმარა მათ, ვისაც სურთ საკუთარი სტარტაპის განვითარება, დაინტერესებულნი არის ინოვაციური მიდგომებითა და კრიპტო & ბლოკჩეინ ინდუსტრიით.

სპიკერმა მონაწილეებს გააცნო უახლესი ინფორმაცია საკითხის ირგვლივ და უპასუხა მათ კითხვებს.

Message body empty