სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სამუშაო შეხვედრა კვლევით პროექტზე - კოვიდ 19 პანდემიის შესაძლო გავლენა ოჯახში ძალადობაზე შვეიცარიასა და საქართველოში

14 აპრილი, 2022

12-13 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საერთაშორისო კვლევითი პროექტის MOVETIA-ს (შვეიცარიის განათლების სისტემის მობილობის ეროვნული ფონდი) ფარგლებში, აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტთან (OST) პარტნიორობით და ეძღვნება ოჯახში ძალადობის საკითხების პრობლემებსა და გამოწვევებს საქართველოსა და შვეიცარიაში.

შეხვედრას უძღვებოდნენ აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტის OST-ის პროფესორი გაბრიელა შმიდი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი. პროექტში მონაწილე შვეიცარელმა და ქართველმა სტუდენტებმა და მკვლევრებმა შეიმუშავეს კვლევისთვის საჭირო შემდეგი ნაბიჯები.

კვლევის შედეგების წარდგენა მოხდება ამა წლის ივლისში სანტ-გალენში (შვეიცარია).

Message body empty