სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა SEU-ს სტუდენტებთან

28 ივნისი, 2022

23 ივნისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა: თეორიული ცოდნიდან პრაქტიკამდე - რაში ეხმარება სტუდენტებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკა?

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, სტუდენტების ინფორმირება ეთიკის კომისიის კლინიკის შესახებ, რომელიც პრაქტიკული სასწავლო კომპონენტია და მიმდინარეობს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის. ეთიკის კომისიის კლინიკა შესაძლებლობას აძლევს სეუ-ს სტუდენტებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიარონ სტაჟირება და პრაქტიკაში შეისწავლონ ადვოკატის პროფესიული ეთიკა. 

ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან, მონაწილეობა მიიღეს ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - კონსტანტინე გელაშვილმა და ეთიკის კომისიის აპარატის იურისტებმა - თამარ ხუბულურმა, მედეა ინასარიძემ, რომლებმაც ეთიკის კომისიის კლინიკის კურსდამთავრებულებს გადასცეს სერტიფიკატები.

Message body empty