სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაციას (YATA Georgia) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30 ივნისი, 2022

29 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-სა და საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაციას (YATA Georgia) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  

თანამშრომლობის მიზანია როგორც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით, ისე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული სტუდენტების ჩართვა YATA Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

კერძოდ:

  • პანელურ დისკუსიებში;
  • სამეცნიერო-სტუდენტურ კონფერენციებში;
  • საერთაშორისო პროექტებში;
  • ანალიტიკური სტატიების შემუშავების პროცესში;
  • მონაწილეობა სტაჟირების პროგრამაში.

თანამშრომლობის ფარგლებში, SEU-ს სტუდენტები შეიძენენ თეორიულ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: ნატო-საქართველოს ურთიერთობები, კიბერუსაფრთხოება, მშვიდობისა და უსაფრთხოების გამოწვევები, ასევე  აიმაღლებენ ცნობიერებას და საკუთარ წვლილს შეიტანენ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

Message body empty