სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ბრაგანცას უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

05 ივლისი, 2022

4 ივლისს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუ-მ ბრაგანცას უნივერსიტეტის (პორტუგალია) დელეგაციას უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო, მიმდინარე მემორანდუმის ფარგლებში, ორმაგი დიპლომის პროგრამების შესაძლებლობების მიმოხილვა, Erasmus+ მოკლევადიანი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების (ICM) კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ორივე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები და სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელები.

SEU-სა და ipb  უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თანამშრომლობა საკმაოდ სწრაფად და ნაყოფიერად ვითარდება. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი პროგრამით არაერთმა  სტუდენტმა ისარგებლა. პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს, ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობასაც.

Message body empty