სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს განცხადება

07 ოქტომბერი, 2022

უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის ცნობილია ერთ-ერთი სტუდენტის გარიცხვით გამოწვეული უთანხმოების შესახებ.

საქმის დეტალურ განხილვას არ ვაპირებთ, ვინაიდან აღნიშნული არ შედის ახალგაზრდის ინტერესში.

თუმცა გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ხსენებული საქმე ეთიკის საბჭოს მიერ იქნა განხილული და სტუდენტს მიეცა ყველანაირი შესაძლებლობა გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება და განემარტა ის მიზეზები, რამაც შედეგად მისი გარიცხვა გამოიწვია.

ჩვენ ვრჩებით მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი და სტუდენტების დღევანდელი რეაქცია გვარწმუნებს, რომ ისინიც იგივე მოსაზრებას იზიარებენ.

SEU-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ დემონსტრაციაში დაახლოებით ოცამდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით არც კი არიან SEU-ს სტუდენტები.

ეთიკის საბჭომ მსგავსი შემთხვევისთვის არსებული პროტოკოლის მიხედვით იმოქმედა და მოხარულები ვართ, რომ ასეთი შემთხვევები ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში იშვიათი მოვლენაა. ეთიკის საბჭომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენი რეგულაციების დარღვევას და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

სეუ-ს რექტორის გია კავთელიშვილის განცხადება:

"სეუ არ არის მხოლოდ უნივერსიტეტი. ეს არის ადგილი, რომლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ჩემი ჩათვლით ზრუნავს იმ რვა ათასი სტუდენტის ცხოვრებაზე, მისწრაფებებსა და წარმატებაზე, რომლებიც ყოველდღიურად მოდიან აქ განათლების მისაღებად, ცხოვრებისეული სიძნელეების დასაძლევად და ოცნებების ასასრულებლად. ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მე 14 წელია ვცხოვრობ სეუ-ში.

სრულად ვიაზრებ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმას თუ რა გავლენას ახდენს ის ამ სტუდენტის ცხოვრებაზე. შესაბამისად, გასულ ღამეს გადავწყვიტე, რომ ჩვენი ეთიკის კომისიის მიერ მიღებული დადგენილება დაექვემდებაროს დამოუკიდებელ განხილვას.

დილა კოლეგებთან კონსულტაციებს დავუთმე და მსურს აღნიშნული საქმის ხსენებული გზით წარმართვა.

მოვიწვევთ დამოუკიდებელ კომისიას, რომელიც დაკომპლექტდება სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობების პრეზიდენტებისგან, რათა განიხილონ ჩვენი ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება.

თუ ხმების უმრავლესობით დადგინდება, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი ის ძალაში დარჩება. სხვა შემთხვევაში, ჩემს უფლებამოსილებას გამოვიყენებ და ამ სტუდენტს სურვილის შემთხვევაში დავაბრუნებ სეუ-ში.

რეგულაციების არსებობა ერთადერთ მიზანს ემსახურება - მოახდინოს ჩვენს მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

თუმცა დგება მომენტი, როდესაც ჩვენი უფლებები თანაგრძნობით უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც იმ ახალგაზრდა ადამიანებზე ზრუნვით იქნება განპირობებული, რომელთა განათლებაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი."

Message body empty