სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართა

13 ოქტომბერი, 2022

12 ოქტომბერს, SEU-ში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართა.

საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა SEU-ს გამორჩეულ კოლეგებს, პროფესორ ალფრედო მოსკარდინსა და პროფესორ საშა ფლემნითცს, რომელთა როლი SEU-ს ინტერნაციონალიზაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეულია.

პროფესორ ალფრედოს გაერთიანებული სამეფოს, ევროპის და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უნივერსიტეტებში სწავლების 40 წლიანი გამოცდილება აქვს. ის არის კარდიფის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი და სანდერლენდის უნივერსიტეტის ემერიტუსი, პროფესორი ალფრედო SEU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მთავარი ავტორი და თანახელმძღვანელია.

საშა ფლემნითცი არის განათლების კვლევისა და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ბერლინ-ბრანდენბურგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციის "BBW Group"-ის აღმასრულებელი დირექტორი. აღსანიშნავია, რომ საშა ფლემნითცი SEU-ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას პროფესორის რანგში შემოუერთდა და აქტიურად არის ჩართული პროგრამის განვითარებაში. 

BBW ჯგუფი ოპერირებს ბერლინ-ბნდენბურგის ბიზნეს ასოციაციების ქოლგის ქვეშ. რეგიონში იგი ფლობს 35 ლოკაციას, ჰყავს 400-ზე მეტი თანამშრომელი და მსოფლიო მასშაბით პარტნიორების ფართო ქსელი აქვს. პროფესორი ფლემნითცი აქტიურ კოორდინაციას უწევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ორმხრივი გაცვლითი მობილობის პროცესს და ჩართულია ჩვენ ორ BBW უნივერსიტეტისა და SEU შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში.

პროფესორი ფლემნითცი ასევე, არის განათლების კვლევისა და მართვის ინსტიტუტის (IBfBm) ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით უახლოეს მომავალში SEU-ში გაიხსნება კვლევითი ინსტიტუტის ოფიციალური წარმომადგენლობა და შემუშავდება ახალი საგანმანათლებლო პროგრამები.

Message body empty