სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში მასტერკლასი თემაზე: „ცვლილებების პროცესის მართვა" ჩატარდა

14 ოქტომბერი, 2022

13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში მასტერკლასი: „ცვლილებების პროცესის მართვა" ჩატარდა. 

მასტერკლასს გაუძღვა  ბერლინისა და ბრანდენბურგის ბიზნეს გაერთიანების  "BBW Gruppe" მმართველი  დირექტორი,  ბერლინის განათლების კვლევისა და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი საშა ფლემნითცი.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ცვლილებები ძალიან  სწრაფად მიმდინარეობს. ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახება. ბატონმა საშა ფლემნითციმ ისაუბრა იმის შესახებ, როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ცვლილებები ჩვენ გარშემო ხდება, როგორ ვმართოთ ემოცია და როგორ გადავლახოთ ის სირთულეები, რომლებიც ამგვარი პროცესების თანმდევია. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

Message body empty