სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ტექ და სამეწარმეო ცენტრის ხელმძღვანელი სამუშაო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა

17 ოქტომბერი, 2022

SEU-ს ტექ და სამეწარმეო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, თეონა ბებია, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გაერთიანებულ სამეფოში. 

ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი თეონა ეწვია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და მეწარმეობის/სტარტაპების ხელშემწობ ცენტრებს. სამუშაო ვიზიტები შედგა დერბის, ბირმინგემის, ესტონისა და სტეფორდშირის უნივერსიტეტებში. ლაბორატორიის ხელმძღვანელი გაეცნო უნივერსიტეტებში არსებულ მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებს. მაღალი აკადემიური თანამდებობის პირებმა გაუზიარეს ტექმეწარმეობის განვითარების საუნივერსიტეტო ხედვა.

შეთანხმდა, რომ აღნიშნული უნივერსიტეტების წარმომადგენლები SEU-ს აკადემიურ პერსონალს გაუზიარებენ საერთაშორისო გამოცდილებას და დაეხმარებიან ადგილობრივი საუნივერსიტეტო სამეწარმეო/სტარტაპ პროგრამების შემუშავების დანერგვაში.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში SEU-ს ლაბორატორიის ხემძღვანელმა მოინახულა ბირმინგემის სთიმჰაუსის, ესტონის უნივერსიტეტის ციფრული და ინოვაციების ცენტრი, კრომფორდ მილის, ბენკს მილის, მრეწველობისა და მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრები და საერთო სამუშაო სივრცეები.

განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს SEU-ს ტექ და სამეწარმეო ლაბორატორიის განვითარებასა და მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების განახლება-დახვეწაში.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ვიზიტი შედგა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში ბრიტანულ ედვენთიჯ კრეატივთან თანამშრომლობით.

Message body empty